დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, პუტინმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინა.
"ის, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ვლადიმერ პუტინის რეჟიმისგან საბრძოლო მასალის გამოყენება, უდანაშაულო მოქალაქეების დაბომბვა, ჩემი აზრით, უკვე სრულად კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული. ვიცით, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი პალატა ამას მხარს დაუჭერს. ჩვენ დავუწესეთ პუტინს, ლავროვს და მის გარემოცვას სანქციები, რასაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.