თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.
საქმეში მტკიცებულებად დევს არამარტო ვიდეო ჩანაწერები, არამედ ზაზა ჭაავას კუთვნილი მოპედიც. ბრალდებული სწორედ ამ მოპედით დაეჯახა "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტ თამარ თათარაშვილს.