უკრაინა ისევ ცეცხლის ალშია გახვეული - დედაქალაქში აფეთქებებისა და ინტენსიური სროლის ხმა ისმის, კიევის მსგავსად მძიმეა ვითარება მის შემოგარენშიც. უკრაინული მხარე ბავშვების დაღუპვის შესახებ იუწყება.
პარალელურად ქვეყანას ტოვებს მილიონობით ადამიანი. გაეროს, 7 დღის მონაცემებით უკრაინა 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ლტოლვილებიდან უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, უკრაინელ კაცებს კი ქვეყანაში საბრძოლველად რჩებიან. კიევის რკინიგზის სადგურზე, ათასობით ადამიანი დგას სიცივეში და ელოდებიან შანს, რომ როგორმე მატარებელში ავიდნენ.