ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოუწოდა დაუყოვნებლივ გამოიყვანოს რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან და დაიწყოს სვლა დიპლომატიური გზისკენ.
"ჩვენ გავაფრთხილეთ სამყარო, რომ პუტინი გეგმავდა უკრაინის დაპყრობას, სწორედ ამიტომ ნატოს მოკავშირეებმა იბრძოლეს, რომ დიპლომატიურად გადაეჭრათ პრობლემები.
ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, ის ომი, რომელზეც არჩევანი თავად შეაჩერა, დაგეგმა და ახლა ებრძვის მშვიდობიან ქვეყანას.
ჩვენ მოვთხოვთ პუტინს, რომ შეწყვიტოს მყისიერად ეს ომი და გამოიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან უპირობოდ. ასევე დიპლომატიური გზით სვლისკენ მოვუწოდებთ,"- აცხადებს სტოლტენბერგი.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა რის შემდეგაც იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.