NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს და ბოსნია ჰერცეგოვინას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია NATO-მ გააძლიეროს თავდაცვის მიმართულება ამ ქვეყნებში.
"NATO-მ უზრუნველყო მხარდაჭერა საქართველოსთვის, ბოსნია ჰერცეგოვინას და სხვა პარტნიორებისთვის მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ შესაძლებლობების ზრდის მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენ საწვრთნელი ცენტრები გვაქვს საქართველოში და ინტენსიურად ტარდება წვრთნები.
შესაბამისად, ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ შევთანხმდით, რომ უფრო მეტის გაკეთება არის საჭიროა, რომ დავუჭიროთ მხარი ამ ქვეყნებს.
მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ თავდაცვის მიმართულება ამ ქვეყნებში, ასევე ჩავატაროთ უფრო მეტი წვრთნები და გავაგრძელოთ ამ ქვეყნების მხარდაჭერა," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.