რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის დასაკავებლად უკრაინის სასამართლომ ორდერი გასცა. უკრაინის გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში რეჟისორს მიმართავს.
ოფიციალურ დოკუმენტით ირკვევა, რომ რუსი რეჟისორის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლის მე-2 ნაწილით. მუხლი ეხება ეხება ამ ქმედების ჩადენას ეროვნული, ან რელიგიური შუღლის გაღვივებით.
მსგავსი დანაშაული კი უკრაინაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი წერს, ნიკიტა მიხალკოვი ომის მხარდამჭერი და პროპაგანდისტია.
ირინა ვენედიკტოვას ინფორმაციით, დაწყებულია ოფიციალური პროცედურაც მიხალკოვის საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად.