თურქული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერდოღანი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა, რა დროსაც ვოლოდიმერ ზელენსკიმ გამოთქვა მზაობა შეხვდეს ვლადიმერ პუტინს თურქეთში, ქალაქ ანკარაში ან სტამბოლში.
შესაძლო შეხვედრის დაგეგმვის მიზნით, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ხვალ ვლადიმერ პუტინთან განახორციელებს ზარს.