Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 700 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
გარდაიცვალა 28 პირი, გამოჯანმრთელდა - 7 002.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 572 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 738 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 834 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 17.49%.