20 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ქართველი ემიგრანტების შეგროვილი ნივთები უკრაინაში დღეს ღამით გაიგზავნება - გერმანიის ქართული სათვისტომო​

გერმანიის ქართული სათვისტომო, ემიგრანტების მიერ უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ ტვირთთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათი განცხადებით, შეგროვილი ნივთები უკრაინაში დღეს ღამით გაიგზავნება.

"დღეს თქვენი დახმარებით შეძენილი ნივთები (ე.წ. იზო-ლეიბები, თბილი გადასაფარებლები, სამედიცინო სახვევები, ერთჯერათი თეფშები, კოვზები, წამლები, მაზები და ა.შ.) მივიტანეთ უკრაინულ კათოლოკური ეკლესიის საწყობში მიუნხენში. ეს ყველაფერი დღეს ღამესვე გაიგზავნება უკრაინაში. უკრაინელმა მეგობრებმა დიდი მადლობა გადმოგვცეს ყველა თქვენგანთან, ვინც წვლილი შეიტანა მათთვის ჰუმანიტარული დახმარების ყიდვაში.

ჩვენი აქცია გრძელდება და რამდენიმე დღეში კიდევ მივიტანთ მათთან პირველ რიგში ე.წ. იზო-ლეიბებს, სახვევებს, საჭმელს (ბავშვებისთვის) და მედიკამენტებს. თქვენი თანადგომა უმნიშვნელოვანესია. ერთად დავუდგეთ მხარში უკრაინელ ხალხს!

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ საბანკო ანგარიშზე ან PayPal-ზე:

Georgischer Verein in Deutschland e. V.

Liga Bank IBAN.: DE90 7509 0300 0302 1697 03

BIC: GENODEF1M05

Verwendungszweck: Ukraine

PayPal-ის ანგარიში:

[email protected]

აქვე გთავაზობთ უკრაინულ ანგარიშსაც, თუ თქვენ პირდაპირ უკრაინაში გსურთ თანხის გადარიცხვა. ამ ანგარიშზე უკრაინული სამხედრო თავდაცვის გაძლიერებისთვის გროვდება თანხა:

Bank of Beneficiary: National Bank of Ukraine

SWIFT: NBUAUAUX

Beneficiary Account Number: UA843000010000000047330992708

ასევე მიუნხენში უკრაინული კათოლიკური ეკლესიის ანგარიში:

Empfänger: Apostolische Exarchie

Liga Bank München

IBAN: DE29 7509 0300 0102 1032 57

Verwendungszweck: Kriegsopfer in der Ukraine

ვისაც მედიკამენტების და სხვა საჭირო ნივთების მიტანის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართზე: Heinrich-Kley-Straße 2, 80807 München" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები