პოლონეთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
25 წლის აბელ (მუმუ) შამათავა მეუღლემ დილას საწოლში გარდაცვლილი იპოვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა და, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გადმოასვენებენ ცხედარს საქართველოში.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული.