საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, მეწყერმა ჩაანგრია სახიდე გადასასვლელი და საავტომობილო ხიდი დაეცა სარკინიგზო გზას.
"სოფელ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით აიკრძალა
7 მარტს გამთენიას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე სოფელ მარელისთან, საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მეწყერმა ჩაანგრია სახიდე გადასასვლელი და საავტომობილო ხიდი დაეცა სარკინიგზო გზას
ამ ეტაპზე, სპეციალური ტექნიკის მობილიზაცია მიმდინარეობს, არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობენ სპეციალისტები და აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება,"-ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.