დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 78-ე წელს, რუსთავში ეროვნული გმირის სახელობის სკვერი გაიხსნება.
ჟიული შარტავას სახელი, მე-8 მიკრორაიონში არსებულ ახალ რეკრეაციულ სივრცეს, იქ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიენიჭება, ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟიული შარტავას მემორიალოთან საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიდების ხეივანს და ჟიული შარტავას სახელობის მოედანსაც.