ქვეყანაში თურქული ბაზრის გახსნას და წამლების გაიაფებას ფარმაცევტული კომპანიები ეხმაურებიან.
ფარმაცევტულ კომპანიებში განმარტავენ, რომ წამლები, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი.
"საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, ქართული ფარმაცევტული კომპანიებისთვის გაიხსნა თურქული ბაზარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე, ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებს, გვაქვს შესაძლებობა, რომ მოვახდინოთ მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან.
საუბარია ქრონიკულად მისაღებ მედიკამენტებზე. მათ მიმართ პაციენტები ძალიან სენსიტიურები არიან. აქ არის ისეთი მედიკამენტები, როგორიც გახლავთ გულსისხლძარღვთა ჯგუფიდან, დიაბეტური ჯგუფიდან და ზოგადად, ეს 32 მედიკამენტი არის ფორმირებული იმის მიხედვით, თუ რომელი არის ყველაზე მოთხოვნადი დღეს ბაზრისთვის," - განაცხადა "ფარმადეპოს" ქსელის ხელმძღვანელმა, ქეთი კოზმანაშვილმა.