საქართველოს პროკურატურამ უკრაინელი ბავშვებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ჰუმანიტარული დახმარება უმეტესად ჩვილი ბავშვების საკვების, აქსესუარებისა და ტანსაცმლისგან შედგება.
"საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნეს.
ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების საგნების შერჩევა და შეძენა პროკურატურის წარმომადგენლების მიერ უკრაინულ მხარესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად განხორციელდა.
ჰუმანიტარული ტვირთი სხვადასხვა დახმარების საგნებს, კერძოდ კი - ჩვილი ბავშვის საკვებს, ბავშვის კვების აქსესუარებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ საშუალებებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავს.
საქართველოს პროკურატურა უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მიმდინარე ჰუმანიტარულ აქციაში საკუთარი წვლილის შეტანას მომავალშიც გააგრძელებს,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.