რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მე-12 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთიც მიაქვთ. ისმის უკრაინის მხარდასაჭერი შეძახილები.
აქციაზე იმყოფებიან მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტებიც, რომლებმაც სამი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას, მათთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას და ქართული მედია სივრციდან რუსული პროპაგანდისტული არხების გათიშვას ითხოვენ.