20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
გაიაფებული GMP სტანდარტის მედიკამენტები უკვე საქართველოს აფთიაქებშია - თურქეთიდან შემოსული წამლების ღირებულება 60-დან 80%-მდე არის შემცირებული

თურქეთის წამლის ბაზარი გაიხსნა. დაპირებული გაიაფებული GMP სტანდარტის მედიკამენტები უკვე საქართველოს აფთიაქებშია.

თურქეთიდან შემოსული წამლების ღირებულება თავდაპირველ ფასთან შედარებით 60-დან 80%-მდე არის შემცირებული.

ამ ეტაპზე ქართულ აფთიაქებში 30-ზე მეტი დასახელების გაიაფებული მედიკამენტი მოიძებნება.

თურქეთის ფარმაცევტული ბაზრიდან ჯერჯერობით შემოსულია ის იაფი წამლები, რომლებიც გულსისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

მთავრობის გეგმაა, რომ უახლოეს მომავალში 200-მდე გაიაფებული მედიკამენტი შემოვიდეს თურქეთიდან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ წლის ბოლოს საქართველოს წამლის ხარისხის ლაბორატორია ექნება.

მოქალაქეების საჭიროებებსა და თურქეთიდან შემოტანილი წამლის ხარისხზე საუბრობენ ფარმაცევტულ კომპანიებში. ამბობენ, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები უკვე არსებობს. 

იაფ მედიკამენტებზე ინფორმაცია დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზარი გაიხსნა იმ დათქმით, რომ ქვეყანაში მხოლოდ GMP-ის სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვა. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა ისევ აქტიურად მუშაობს დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება და მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა - შეიძინოს იაფიანი მედიკამენტი.

 

 

დღის ამბები