მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაკავებულია აქციის 15-მდე მონაწილე. როგორც ცნობილია, მათ შორის არიან გიგა მაქარაშვილი, ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი.
უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვდნენ.