20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
უკრაინელების დასახმარებლად აბაშის მერიის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოიყო

აბაშის მუნიციპალიტეტში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს. 

ჰუმანიტარულ აქციაში მერიასთან და საჯარო მოხელეებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი. გარდა ამისა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მერიის სარეზერვო ფონდიდან 10 000 ლარი გამოიყო. 

აბაშის მსგავსად პროცესში, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული. ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

დღის ამბები