20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მათ სასტუმროში ეწვია და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სახელმწიფოს დაფინანსებით უზრუნველყოფს საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების საჭიროებებს. 

უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 1 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია უფასო საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი საჭიროების ნივთებით.

დღის ამბები