ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ფქვილის და ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებით დამაიმედებელი განცხადება გააკეთა.
ლევან სილაგავას განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ბაზარზე გავლენა იქონია - რუსული და უკრაინული "პორტები" შავი ზღვის მხრიდან დაკეტილია, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ალტერნატიული ბაზრები, რომელზე გადართვაც შესაძლებელია, მაგალითად ყაზახეთისა თუ თურქეთის მიმართულება.
"რუსეთიდან ჯერ კიდევ ძველი კონტრაქტებით და ადრე გადარიცხული თანხებით შემოდის ხორბალი. ჩვენ ვაკეთებთ გადართვებს სხვა ბაზრებზე, ის რაც შემოვა შემოვა ძველი კონტრაქტებით შემდეგ კი ახლებით მათ შორის იქნება ყაზახეთიც. წყვეტა არ გვაქ ამიტომ ხორბლის და ფქვილის გარეშე ქვეყანა არ დარჩება,"-აცხადებს სილაგავა.