20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს ქალთა დღე მიულოცა შალვა პაპუაშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, შვილთან და დეპუტატებთან ერთად, უკრაინაში ომის გამო საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. 

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები უკრაინის მოქალაქეებს არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა უკრაინის მოქალაქეებს, ქალთა დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დღის ამბები