ესტონეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმყოფება. ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკებები გამართა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.
შეხვედრაზე უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს.
"მნიშვნელოვანია ჩემი აქ ყოფნა არსებული ვითარების გათვალისწინებით. იმედს ვიტოვებთ უკეთესი სიტუაციისთვის მაგრამ უარესისთვისაც მზად ვართ.
ეს არის კრიტიკული მომენტი უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ თუ როგორ გაუმართელებელია ეს ომი უკრაინისადმი, თითქმის 2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა უკრაინა დაეტოვებინა. ბევრიც ცდილობს და ამ დრომდე ვერ ახერხებს. იბომბება მოსახლეობა, იხოცება ხალხი.
მოვუწოდებ რუსეთს მისცეს მშვიდობიან მოსახლეობას საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომა. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, გავზრდით ზეწოლას მათზე, ვინც ამ აგრესიას ახორციელებს უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ჩვენ დავიცავთ ნატოს ტერიტორიის ყველა ინჩს და ერთგული ვრჩებით ნატოს მე 5 მუხლის მიმართ.
კრემლმა დაბლოკა სოცქსელები ტყუილების უფრო მარტივად გავრცელებისთვის. რუბლი უფასურდება, მნიშვნელოვანი კომპანიები რუსეთს ტოვებენ. ეს არაა რუსი ხალხის ომი, ეს პრეზიდენტ პუტინის ომია,"- აცხადებს ბლინკენი.