20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"შეინიშნებოდა მცდელობა, რომ ჰუმანიტარული დახმარების ადგილი ყოფილიყო პოლიტიკურად მოტივირებული, რაც არავის გამოუვა" - ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზატორი

მეათე დღეა პარლამენტთან ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი უკრაინაში გასაგზავნი პროდუქციის შეგროვებას განაგრძობს. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, კამპანიაში მოსახლეობის ჩართვის სურვილი ყოველდღიურად იზრდება.

მათივე ინფორმაციით, ამ ფონზე აქტიურობს სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ კამპანია პოლიტიკური მოტივაციისგან დაცლილია და მათ არცერთ პარტიასთან არ სურთ რაიმე სახის თანამშრომლობა.

"შეინიშნებოდა იმის მცდელობა, რომ ეს ჰუმანიტარული დახმარების ადგილი ყოფილიყო პოლიტიკურად მოტივირებული, რაც დამერწმუნეთ, არავის არ გამოუვა. ის, რაც ახლა აქ ხდება, ეს არის სწორედ ის, რომელიც სჭირდება უკრაინელ ხალხს," - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი.

დღის ამბები