უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი კვლავ გროვდება ქვეყნის მასშტაბით.
მცხეთის მერიიდან გამოყოფილი თანხით, კერძო ბიზნესის დახმარებითა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეგროვდა საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები.
მუნიციპალიტეტი უკრაინაში მოსახლეობისთვის განკუთვნილ ტვირთს საქართველოს მთავრობის დახმარებით უახლოეს დღეებში გაგზავნის.