კომპანიების სია, რომლებიც რუსეთს ტოვებენ ყოველდღიურად იზრდება. მათ შორის არის უკვე McDonalds. სწრაფი კვების ამერიკული კომპანია ქვეყანაში 850-ვე რესტორანს დახურავს. ქვეყანაში მუშაობას აჩერებს Starbucks-ის ფილიალებიც. საქმიანობას წყვეტს კოკა-კოლა და პეპსიკო. ბიზნეს საქმიანობას რუსულ ბაზარზე შეაჩერებს KFC-იც.
მსოფლიო ბრენდებს უერთდება გამომცემლობა Condé Nast, კომპანია რუსეთში Vogue, "ჯი ქიუს" და სხვა ჟურნალების გამოცემას აჩერებს. რუსეთში ექსპორტს წყვეტს შვეიცარიული საათების კომპანია Rolex-იც.
8 მარტს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ბიზნესს აჩერებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Ferrari, Lamborghini, L’Oreal, და სხვა მსხვილი ფირმები.