20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ქვემო ქართლის რწმუნებულმა რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რეგიონში მოქმედი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტის თანახმად, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის მედიკამენტები და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებები კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გაიცემა. 

მემორანდუმს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა და 6 სააფთიაქო კომპანიის წარმომადგენლებმა მოაწერეს.ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.

დღის ამბები