"მირის" სისტემა დისკუსიის საგანი იყო ბიუროს სხდომაზე - დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის საბანკო სისტემას უნდა შეუერთდეს.
"ევროპელი სოციალისტების" წევრის აზრით, ქვეყანა ხორბლის, ნავთობის და რუსეთიდან გადმორიცხვების გარეშე რომ არ დარჩეს, მოლაპარაკების დაწყების დროა. დეპუტატს ბიუროს სხდომაზევე უთხრეს, რომ საქართველოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნა სურს და მისი ინიციატივა გაუმართლებელია.
"თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, ჩვენ შეიძლება ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, რომ "მირის" სისტემას შეუერთდეს და ამითი, ის გადარიცხვები რუსული მანეთები რომ იქნება, რომელსაც 32 თუ 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს. ამისთვის დროა. ჩვენ ხომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის საწინააღმდეგოდ ვაძლევთ ხმას, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ფული, სადაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, რომ შევინარჩუნოთ," – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.
დეპუტატს ბიუროს სხდომაზევე უთხრეს, რომ საქართველოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნა სურს და მისი ინიციატივა გაუმართლებელია.
"ან ვართ ცივილიზებული დასავლეთის მხარეს და მათ შორის, ცივილიზებული დასავლეთი და ევროკავშირი სანქციებს უწესებს რუსეთს, ან ვებმებით რუსეთს და ვრჩებით იქით, სადაც 30 წელია ვცდილობთ, რომ აღარ დავბრუნდეთ. ამიტომ, ამ კუთხით ცალსახად უნდა იყოს წითელი ხაზი, თუ სად არის საქართველო და საქართველო არის ცივილიზებულ დასავლეთთან, უნდა იყოს და ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ რუსეთთან ფინანსურად ჩაბმა და სანქციებთან არმიერთება არის გზა ჩვენი ევროკავშირში წევრობისთვის," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია.