20 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
პოლონეთის შეთავაზებამ უკრაინისთვის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია Nato-ში, ჩვენ ამ სპეციფიკურ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ - ენტონი ბლინკენი

პენტაგონი უარს ამბობს სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის პოლონეთის მიერ შეთავაზებულ გეგმაზე. პოლონეთმა გუშინ განაცხადა, რომ ის მზადაა, თავისი MiG-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე, ამერიკის ავიაბაზაზე განათავსოს, მათი შემდგომ უკრაინაში გადაგზავნის მიზნით.

ამ გეგმაზე შტატებმა უარი თქვა, თუმცა მიიღო გადაწყვეტილება NATO-ს მიმართ პოტენციურ საფრთხეებთან დაპირისპირების მიზნით, პოლონეთში "პატრიოტის" ტიპის ორი რაკეტა განათავსოს. ამ ყველაფრის პარალელურად კონგრესმა მიაღწია ორპარტიულ შეთანხმებას უკრინისთვის დახმარების სახით თითქმის 14 მილიარდი დოლარი გამოყოს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბრიტანეთთან, პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად უზრუნველყოფს უკრაინის დახმარებას, თუმცა აღნიშნავს, რომ პოლონეთის შეთავაზების საკითხი სპეციფიკურია და გარკვეულ სამუშაოებს საჭიროებს. 

​"სად მოხდება სამხედრო ტექნიკის გადატანა უკრაინისთვის ეს ამ ქვეყნების გადასაწყვეტია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ პარტნიორებთან სამხედრო დახმარებაზე. პოლონეთის შემოთავაზება გვაჩვენებს, რომ გარკვეული სირთულეები არსებობს. პოლონეთის შეთავაზებამ უკრაინისთვის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია Nato-ში, ჩვენ ამ სპეციფიკურ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ. აშშ, ბრიტანეთთან, პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად უზრუნველვყოფთ უკრაინის დახმარებას,"- აცხადებს ბლინკენი.   

დღის ამბები