ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი უკრაინაში მიმდინარე ომსა და რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს.
მარკ კლეიტონის შეფასებით, უკვე დადგა სანქციების მყისიერი ეფექტი, თუმცა მალე გამოჩნდება სანქციების გრძელვადიანი შედეგებიც.
"უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია, საერთაშორისო პერსპექტივიდან საქართველო ძალიან მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის მხარდაჭერაში, იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭო თუ გენერალური ასამბლეა, ეუთო, ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ასე შემდეგ. საქართველო დგას იქ, სადაც გაერთიანებული სამეფო, ამ ზომებთან დაკავშირებით. როდესაც საქმე სანქციებს ეხება, მე ვიტყოდი, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ყველაზე ფართო დაჯგუფებას სანქციების მომხრე ქვეყნებისა, რაც კი წარმოსადგენია. მასშტაბებით ეს უპრეცედენტოა," - ამბობს ელჩი.