უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანტალიაში დასრულდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები და მათ შორის ევროკავშირი, ყველა ფასეულობას ანგრევს.
"ეს შეხვედრა ჩატარდა თუქეთის მხარის შეთავაზებით. ჩვენი თურქი კოლეგების წინადადებას ჩვენ დავთანხმდით.
მივესალმებით ნებისმიერ კონტაქტს, ნებისმიერ ურთიერთობას იმ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით, რასაც ახლა ადგილი აქვს უკრაინაში. ერთადერთი, რაც ჩვენ მაშინვე მოვნიშნეთ ეს იყო, რომ კონტაქტებს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფასეულობა.
ჩვენ შევახსენეთ ჩვენს კოლეგებს, რომ ბოლო რაუნდის დროს რუსეთის მხარემ ძალიან კონკრეტული საკითხები წარმოაჩინა.
ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ევროკავშირი, ყველა პრინციპს და ყველა ფასეულობას ანგრევს, ის ბიძგს აძლევს მომაკვდინებელი იარაღის მიწოდებას, ეს იარაღები ძალიან ხშირად გამოყენებულია ტერორისტების მიერ.
იმ პოლიტიკას როგორ ახორციელებენ, რომლის მიხედვითაც უკრაინა ყალიბდება, როგორც შეტევა და საფრთხე რუსეთის მიმართულებით. უკრაინას ჩვენ თავის დროზე თავს არ დავესხით, ჩვენ განვმარტეთ, რომ ვიგრძენით საფრთხე და ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ წინასწარ.
რითია ამჟამად პენტაგონი დაკავებული? - თავის ბიოლოგიური ლაბორატორიებით, რომელიც ახლა გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიაზე,"- აცხადებს სერგეი ლავროვი.