ხელოვნური დეფიციტის რისკების გამოსარიცხად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყანაში არსებული მარაგების აღრიცხვა დაიწყო. უწყება ამბობს, რომ მარაგები არის და დეფიციტის პრობლემა რეალურად არ არსებობს.
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ასევე არ არსებობს შაქრის დეფიციტის საფუძველი.
"შაქარზე კონკრეტულად არანაირი დამოკიდებულება არ არის არც უკრაინისა და არც რუსეთის ბაზარზე. შესაბამისად, მტკნარი სიცრუა, რომ შეიძლება იყოს შაქრის დეფიციტი. სრულიად ყველაფრის დეფიციტი რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში, შაქრის დეფიციტი ფიზიკურად ვერ იქნება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ალტერნატიული ქვეყანაა, საიდანაც შემოდინება ხდება. ლოგისტიკის პრობლემა ფაქტობრივად არ არსებობს," - განაცხადა ივა ჭყონიამ.