20 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
საქართველოში რიგები ისევ არ წყდება - ზეთი და შაქარი კვლავ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია

მოსახლეობის ნაწილი სურსათს იმარაგებს. ხელოვნური დეფიციტი ცრუ პანიკამ გამოიწვია. ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხალხი პროდუქტს იმარაგებს და სავაჭრო ობიექტებშიც რიგი დადგა. გაუთვალისწინებელმა შესყიდვებმა მაღაზიების დახლებზე არსებული მარაგები ამოწურა, ბიზნესოპერატორებმა საწყობებიდან პროდუქციის გამოტანა და დაფასოება ვეღარ მოასწრეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეორე დღეა უწევს მტკიცება, რომ ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ არის და ხელოვნურად გამოწვეული დეფიციტი დახლებზე ცრუ პანიკის ბრალია. 

ხელოვნური დეფიციტის თავიდან ასარიდებლად დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მონიტორინგი დაიწყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ მარაგებს აღრიცხავენ.

მიწოდების ჯაჭვში წყვეტა, სანამ პროდუქცია საწყობიდან დახლებზე გადაინაცვლებს, 2-3 დღის ლოჯისტიკაა, შემდეგ კი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები სავაჭრო ობიექტებში ჭარბად იქნება წარმოდგენილი, შესაბამისად დღეს პროდუქტის ფასი მოთხოვნიდან გამომდინარე უფრო მაღალია - რამდენიმე დღეში კი როგორც დისტრიბუციის ასოციაციაში განმარტავენ, ისევ დასტაბილურდება.

საქართველოში პროდუქტების დეფიციტის პრევენციაზე პასუხისმგებელი ყველა რგოლის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტის საფრთხე არ არსებებს, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებენ, არ შეუწყონ ხელი სურსათზე ფასის ხელოვნურ ზრდას.

დღის ამბები