ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა. მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვ და დავიდ სანაკოევი - ეს ის პირები არიან რომელთა დაკავებასაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ითხოვს.
პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ აღნიშნულმა პირებმა 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და მძევლები აიყვანეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ მაიორ ვიაჩისლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც განზრახ უწყობდა ხელს ზოგიერთი დანაშაულის აღსრულებას. ბორისოვი ახლა გარდაცვლილია.
"მტკიცებულებით დადგინდა, რომ 2008 წლის ომის დროს ადამიანების უმეტესობა ანტისანიტარიასა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში იმყოფებოდნენ. მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ,"- ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებაში.