20 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"იქამდე დავეხმარებით, სანამ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დასჭირდებათ" - უკრაინაში საქართველოდან 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება 

მორიგი დახმარება უკრაინას - საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში დღეს საქართველოდან დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 ტონაზე მეტი საკვები, მედიკამენტები და ტანსაცმელი მოგროვდა. უკრაინის დასახმარებლად სამთავრობო უწყებებს რიგითი მოქალაქეები და ბიზნეს სექტორიც შეუერთდა. 

საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის განცხადებით, ეს ტვირთი უკრაინის მიმართულებით დღეს და ხვალ გაიგზავნება. 

"შეგროვდა 100 ტონაზე მეტი ტვირთი საქართველოს მასშტაბით. მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გუშინ მოხდა, დაახლოებით, 80 ტონა ტვირთის მობილიზება და გადასაწყობება სატრანსპორტო საშუალებებში, რითიც მოხდება დღეს მათი გაგზავნა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. ასევე, დასავლეთში მოხდა მობილიზება, დაახლოებით, 80 ტონამდე ტვირთის, რომლის გადასაწყობება დღესვე მოხდება სატრანსპორტო საშუალებებში და, სავარაუდოდ, ხვალ გაიგზავნება უკრაინის მიმართულებით. აქტიური ჩართულობა იყო როგორც სახელმწიფო რწმუნებულების, ისე კერძო სექტორის და მოსახლეობის. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დასჭირდებათ დახმარება,"- აცხადებს გამყრელიძე. 

 
დღის ამბები