კომპანია Meta - ონლაინ სოციალური პლატფორმების - Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.
ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.
Reuters-ის მიერ გავრცელლებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია, დროებით დაუშვებს ისეთი პოსტებსის განთავსებასაც, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებას.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ჩვენ დროებით დავუშვით პოლიტიკური გამოხატვის ისეთი ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა "სიკვდილი რუს დამპყრობლებს". თუმცა ჩვენ არ ვუშვებთ ძალადობრივ მოწოდებებს რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ," - აცხადებენ Meta-ში.