20 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებთან ბაზარზე არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილა 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შეხვდა და დღეისათვის, დარგში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეს, რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ერთობლივად, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის კოორდინირებული მუშაობით, მოხდეს ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლის, მხარის ინტერესის გათვალისწინება, რათა დარგი კვლავ მყარად იდგეს ფეხზე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან, მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც განხილული იქნება, როგორც დღეს, დარგში არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოების ხელშეწყობის კონკრეტული წინადადებები, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ფორმები, მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

დღის ამბები