20 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით, გავაძლიერებთ კავშირებს და მხარს დავუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი" - შარლ მიშელი

ვერსალის ორდღიანი შეხვედრა დასრულებულია. მიღებულია ერთი განცხადება და ერთი დეკლარაცია.

ევროკავშირი ომში მყოფ უკრაიანას კანდიდატი ქვეყნის დაჩქარებულ სტატუსზე ჯერჯერობით უარს ეუბნება. ასოცირებული ტრიოსთვის კი პროცედურებს შედარებით აჩქარებს.

ემანუელ მაკრონი ევროპის სახელით სოლიდარობის ძლიერ სიგნალს უგზავნის უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობაზე აპლიკაციას განიხილავს, როგორც უკრაინაზე და მოლდოვაზე ასევე საქართველოზეც. 

"განვიხილავთ ევროკავშირის წევრობაზე აპლიკაციას უკრაინიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან. ჩვენ დავდგებით თქვენ გვერდით, გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და მხარს დავუჭერთ თქვენს მისწრაფებას, გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი. ვაკვირდებით მომავალს, რომ ევროპულ პერსპექტივას ბიძგი მივცეთ. ჩვენი უპირველესი გამოწვევა ეს არის ენერგოგამოწვევა, რომელზე დამოკიდებულებაც უნდა შევამციროთ. ჩვენ ამ დამოკიდებულებისგან უნდა გავთავისუფლდეთ.

მეორე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თავდაცვის საკითხი. 2 კვირის წინ ჩვენ სულ სხვა ევროპაში ვცხოვრობდით, რის შემდეგაც განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძეთ. წარმოიშვა ევროპული თავდაცვა, რომლის ინიცირებაც დღეს ვერსალში შედგა. ჩვენ გაგვაჩნია საოპერაციო სტრატეგია, ჩვენ დავადგენთ გზებს, რომ გარდავქმნათ ევროპის ინდუსტრიული ბაზა უსაფრთხოების მიმართულებით.

აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური საყრდენი იყოს გაცილებით ძლიერი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ჩვენ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და აღორძინების მიმართულებით უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვაპირებთ ყველა ეს ამბიცია ევროპისთვის გავხადოთ ხელშესახები,"- აცხადებს შარლ მიშელი. 

დღის ამბები