უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში ბრუნდებიან. კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, მორიგი რეისი შესრულდა. მგზავრებს შორის იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეები.
მათ გაიხსენეს, თუ რა გზის გავლა მოუხდათ პოლონეთში გადასასვლელად, საიდანაც უკვე საქართველოსკენ გამოემგზავრნენ.
როგორც ისინი "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, ყოველდღიურად იბომბება ქალაქები, ქალები და ბავშვები ქვეყანას ტოვებენ. როგორც ისინი იხსენებენ, რამდენიმე დღე თავშესაფარში იმყოფებოდნენ, იქამდე კი დაბომბვას შემთხვევით გადაურჩნენ.