"ევროპის უნივერსიტეტის" უკრაინელმა სტუდენტებმა, სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათ რუს თანატოლებსაც მიმართეს.
სტუდენტებმა, ქართველ ხალხს, მთავრობასა და "ევროპის უნივერსიტეტს" მადლობა გადაუხადა სწავლისთვის, საცხოვრებლისთვის და სტიპენდიისთვის.
"საქართველოში პოლონეთის გავლით ჩამოვედი, საკუთარი თვალით ვნახე ის, თუ რისი გამოვლაც უწევს ჩვენს ხალხს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს და თქვენ ხალხს, ვხედავთ რამდენს აკეთებთ მათთვის. უკრაინას დახმარება ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს,"- აცხადებს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი, უკრაინის მოქალაქე ოლექსანდრა იანჩუკი.
"ევროპის უნივერსიტეტი" უკრაინიდან დამატებით 4 სტუდენტს ელოდება.