ადამიანები, ვისი ცხოვრებაც რუსულმა აგრესიამ რადიკალურად შეცვალა - ბუნკერში ჩასული ბავშვები, განსაკუთრებული სამედიცინო საჭიროებით; მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელიც ოკუპანტებს შიშველი ხელებით იგერიებს და მამები, რომლებიც შვილებს განუსაზღვრელი დროით ემშვიდობებიან.
ისტორიები, რომელიც სახელმძღვანელოში არ მოხვდება, თუმცა მსოფლიოს ყოველდღე ახსენებს ომის და რუსული ჩექმის სისასტიკეს.