შეცდომა ტელეეთერით - "ფორმულას" ეთერში პარასკევს გასულ გადაცემაში "კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან ერთად" აჩვენეს გიორგი გვასალიას სურათი, რომელზეც, რეალურად, სხვა ადამიანი იყო, იმავე სახელითა და გვარით. პირი, რომელიც ფოტოზე ჩანდა, დღეს ტელეკომპანია "ფორმულაში" მივიდა და მედიასთან საკუთარი მოთხოვნები დააყენა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მიშა მშვილდაძემ საკუთარ გადაცემაში გიორგი გვასალიას ბოდიში უნდა მოუხადოს.
მის მოთხოვნას დასთანხმდა გადაცემის წამყვანი - მიშა მშვილდაძე, შეცდომის გამო, საჯარო ბოდიშს გადაცემაში პარასკევს მოიხდის.