გრძელდება უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ქვეყანაში დღეს სახმელეთო გზით რუმინეთიდან დამატებით საქართველოს 50 მოქალაქე უნდა ჩამოვიდეს. მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია 150-მდე ადამიანის პოლონეთიდან გამომგზავრება.
პარალელურად, გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გადაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში. პროცესს ოდესასა და ლვოვში მდებარე საქართველოს წარმომადგენლობა კურირებს.
ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში სახელწმიფოს დახმარებით 1600-მდე მოქალაქე დაბრუნდა.