მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მას სხვადასხვა კვლევა ჩაუტარდა.
"გუშინ, მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, გვიან საღამოს ჩვენს დროს ხელახლა აშენებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანეს. იქ ელექტრო ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა ჩამიტარდა.
პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები, ნუ არც იყო გასაკვირი.
რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.