20 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"ალტ-ინფო" გურიაში ფეხს ვერ მოიკიდებს "- ოზურგეთში "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნა სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს

ოზურგეთში "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ და რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას კიდევ ერთხელ უთხრეს "არა".

მოგვიანებით აქციის მონაწილეები ე. წ. "ალტ-ინფოსოფისისკენ გაემართნენ და საზოგადოებას მიმართეს. მათ განაცხადეს, რომ პარტიას გურიაში და ოზურგეთში მხარდამჭერები ვერ ეყოლება, ოფისი კი მუდამ დაკეტილი იქნება. "

""ალტ-ინფო" გურიაში ფეხს ვერ მოიკიდებს" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ​

დღის ამბები