20 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს დაზარალებული ხალხის დახმარებას უკრაინაში

საქართველოს წითელ ჯვარში ამბობენ, რომ ყოველთვის მზად არის, დახმარება გაუწიოს სხვა ეროვნულ საზოგადოებებს. 

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს დაზარალებული ხალხის დახმარებას უკრაინაში. ორმოც ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა.   წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მანდატიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გვაქვს , რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდეთ. აღნიშნული ტვირთი ჩავა ქალაქ ჩერნივცში, რომელსაც  უკრაინის წითელი ჯვარი დაზარალებულ მოსახლეობაში გაანაწილებს. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქესა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებს აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის,“ - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მუშაობს ბიზნეს სექტორთან, როგორც თანხის შემოწირულობის, ასევე ჰუმანიტარული პროდუქტების მიღების მიზნით. საქართველოს წითელ ჯვარს მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინის წითელ ჯვართან და, შესაბამისად, ინფორმირებულია მათი საჭიროებების შესახებ. აქედან გმაომდიანარე, შემუშავებულია პროდუქტებისა და პირველადი საჭიროების სხვა ნივთების ჩამონათვალი, რომლის გაგზავნა უზრუნველყოფილია  საქართველოს წითელი ჯვარის მიერ.

ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაიგზავნება უკრაინაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

დღის ამბები