20 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს შორის ერთი 2008 წელს დაბადებული არასრულწლოვანია, ის მამასთან ერთად დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 22 პირი დააკავა, მათ შორის 17 ნარკორეალიზატორია. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურ რეიმში მიმდინარეობდა. 

დაკავებულებს შორის არის არასრულწლოვანი, 2008 წელს დაბადებული ბიჭი. ის სამართალდამცველებმა მამასთან ერთად დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია საკმაოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. სამართალდამცველებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - "ჰეროინის“, "პრეგაბალინის", "სუბოქსინის“ და "ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

დაკავებულების ახლობლები და მეზობლები სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობენ.

 

დღის ამბები