უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში კვლავ პოლონეთის გავლით ბრუნდებიან. ისინი ქვეყანას საელჩოს დახმარებით ტოვებენ. ქუთაისის აეროპორტში ფრენა ქალაქ კრაკოვიდან განხორციელდა.
საქართველოში ჩამოვიდნენ რუსეთის აგრესიას გამოქცეული უკრაინელებიც.
როგორც ისინი "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, ქალაქები ყოველდღე იბომბება, მოსახლეობა თავს სარდაფებს აფარებს, ქვეყანას ქალები და ბავშვები ტოვებენ, მამაკაცები კი საომრად რჩებიან. მათი თქმით, უკრაინა დაახლოებით ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.