ანალიტიკოსი, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად კიევში ჩასვლას აპირებდა. როგორც ექსპერტი წერს, ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ავიდოდა.
"ჩემი ინფორმაციით, ზურაბიშვილი აპირებდა კიევში ჩასვლას პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად. როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ამ ფაქტზე ხაზგასმით უნდა გაეკეთებინა ისეთი განცხადება, რომლის გამოც ჩვენ ისევ პირდაპირი სამიზნე ვხდებოდით. ომში ჩართვის რისკი, რა თქმა უნდა ისევ მაქსიმუმზე ადიოდა. "ქართულმა ოცნებამ" დაასწრო, რისკი დააზღვია და ისიც უთხრა, რომ მხოლოდ სიმბოლურად არის მთავარსარდალი და ისიც, რომ სიმბოლურმა, ცერემონიულმა მთავარსარდალმა ასეთ ვითარებაში ქვეყანა არ უნდა დატოვოს.
რამდენიმე კითხვა მეც მრჩება, რატომ იციან ეს ამბავი მაინცდამაინც ნაც.მოძრაობაში (საიდანაც ჟონავს ეს ინფორმაცია) და ვინ აორგანიზებს მსგავს საკითხებს?!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.