კომპანია "თელასის" ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 15 მარტს თბილისის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II, III კვარტლების, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, იოსებიძის, იყალთოს, კოსტავას, არჩილ სულაკაურის, შატილის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ამაშუკელის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვიულის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და მინდელის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას VI, VII კვარტლებოის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის და ფხაკაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, ბოგვის, ჭოპორტის, ლიახვის, ჟინვალის, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ლაითურის, ხუდადოვის, წერონისის, მარიამ ივანიშვილი-დემურიას, დავით იოსელიანის, ახალმოწამეთა, კეხვის, ელო ანდრონიკაშვილის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.