20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივები არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე - ამ თემაზე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

შეხვედრაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე განიხილეს როგორც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაციის საჭიროება, ასევე ახალ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობა.

ღონისძიებას სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, დიპლომატიური მისიის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები